მხატვარი გია ბუღაძე პრეზიდენტის მიერ შვეიცარიიდან გამოქვეყნებულ ფოტოში სიმბოლურ მესიჯს ხედავს. ხელოვანის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას ზუსტი და ძლიერი მესიჯი გაუგზავნა, რომლითაც მიახვედრა, რომ ის არა სამთავრობო თვითმფრინავით, არამედ მოკრძალებულად მატარებლით გადაადგილდება.
პოლიტიკოსის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ყველა მოქმედება გინდა-აარ გინდა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. მან სწორედ აირჩია ეს გენიალური ნამუშევარი, მატარებელი ფიროსმანის, რომელიც სწორედ ამას ნიშნავს, რომ იგი მოგზაურობს, მოძრაობს თავისი საშუალებებით, ფიროსამნივით ღარაბად-ღატაკად. პოლიტიკური მესიჯი იმდენად ძლიერია, იმდენად ზუსტია ამ შემთხვევაში და ყოჩაღ სალომეს, რომ ასეთი ზუსტი მესიჯის გაგზავნა შეძლო. სალომე ზურაბიშვილი რომ არ უწევს ანგარიშს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას, ესეც მგონია, რომ გარკვეულწილად, დადგმულია ერთი ადმაიანის მიერ, რომელსაც ჰქვია, რა თქმა უნდა, ბიძინა გრიგორევიჩი. ასე რომ, ეს ტრაგიკომედია მე, მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ მაყენებს კარგ ხასიათზე, – ამბობს გია ბუღაძე.