საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ კომპანიაში “შპს ჯიპიეს კონსალტინგი” საკუთარი წილი შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა. ინფორმაციასა და ოფიციალურ დოკუმენტს “კავშირები” ავრცელებს.
“კავშირები” ასევე წერს, რომ “სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის, “ბოდი გარდი”-ს 100%-ს ფლობს”.