უკრაინაში, ამ შემოდგომით დაგეგმილ, თავდაცვითი ინდუსტრიის მწარმოებელთა ფორუმში, სხვადასხვა ქვეყნებიდან, 168 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
უკრაინა და პოლონეთი, ერთობლივად, უკრაინაში, დაარსებენ სამხედრო სამედიცინო ჰაბს-რომლის მიზანი-პრაქტიკული დახმარების გამოცდილების გაზიარება იქნება.
აშშ და უკრაინა ხელს მოაწერენ მემორანდუმს რომლის მიზანიც უკრაინის ენერგოსისტემის მდგრადობა იქნება. მემორანდუმის ფარგლებში ამერიკა 522 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგოსისტემის გაძლიერებისათვის. აქედან 100 ,ილიონი დოლარი კონკრეტულ – გამოყოფილი მითითებების (შენიშვნების) შესრულებას მოხმარდება. კონკრეტულად მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას ენერგო სისტემაში რეფორმების განხორციელების მხრივ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი დარჩება უკრაინის მიერ ოკუპანტთან ბრძოლაში მხარდამხარ, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ, თქვა რომ მისი ქვეყანა შექმნის სპეციალურ სატრანზიტო კორიდორებს უკრაინული ხორბლის ტრანსპორტირებისათვის სხვადასხვა ქვეყნებში.
“ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით ამერიკელ სენატორთა ერთმა ჯგუფმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას – მიუხედავად ამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დათქმულ ვადაში-2024 წელს ჩატარდეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის თქმით, აშშ და უკრაინა ერთობლივად სამხედრო იარაღის წარმოებაზე შეთანხმდნენ.