ამერიკა და ევროკავშირი უკრაინას – რეფორმები სამხედრო დახმარების პარალელურად

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ, საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში, მაიკლ პაილიმ, საერთაშორისო დონორთა საკოორდინაციო საბჭოს გაუგზავნა წერილი, სადაც კონკრეტულადაა ჩამოთვლილი თუ რა რეფორმები უნდა განახორცხიელოს უკრაინამ სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების სანაცვლოდ ქვეყანაში

დოკუმენტში საუბარია იმ რეფორმებზე რომელიც ომში მყოფმა ქვეყანამ პირველ სამ, ექვს, 12 და 18 თვეში უნდა განახორციელოს

ამერიკა და ევროკავშირი არ აყენებენ ეჭვის ქვეშ სამხედრო დახმარებას, მაგრამ აღნიშნავენ რომ გარდა სამხედრო დახმარებისა უკრაინა იღებს კოლოსალურ ფინანსურ მხარდაჭერას და ქვეყანაში მნიშვნელოვანია ანტიკორუგციული საქმიანობა-პირველ რიგში ანტიკორუფციული მთავარი ორგანო უნდა გამოვიდეს ხელისუფლების დაქვემდებარებიდან

კონკრეტულად საუბარია როგორ უნდა იფუნქციონეროს

სამეთვალყურეო საბჭოებმა სახელმწიფო კონტროლს ქვეშ მყოფ კომპანიებში

ანტიკორუფციულმა ორგანოებმა

მართლმსაჯულებამ – ანუ სასამართლო ხელისუფლებამ

თეთრი სახლი განიხილავს უკრაინისათვის დამატებით 30 “აბრაამსის” ტანკის გადაცემას

უკრაინამ მსოფლიო ბანკისაგან დიდი ბრიტანეთის გარანტიის ქვეშ 100 მილიონი დოლარი მიიღო

ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ 15 მდე ახალ კომპანიას სანქციები დაუწესა- აქედან 5 რუსული კომპანიაა, ორი ჩინური და ასევე კომპანიები პაკისტანიდან, ომანიდან, გაერთიანებული არაბეთის ემირატებიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან. ყველა ეს კომპანიები რუსეთს აწვდიდნენ ტექნიკურ აპარატურას რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა გამოიყენებდა სამხედრო დრონების საწარმოებლად

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share