ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის 100-მდე კომლი მოწვეტილია გარესამყაროს

წუხელ მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე გულეფამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მშვიდობაური ორად გაყო.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ, ამ სოფლის ერთმანეთს შორის დამაკავშირებელი გზა დაზიანდა და ხელისუფლებამ ალტერნატიული გზა გაიყვანა და ე.წ. “სინკარები” დააწყო მდინარე გულეფაზე, თუმცა, ადიდებისას, მდინარეს ეს “სინკარები” მიაქვს და სოფლის ნახევარიც გარესამყაროს წყდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიუხედავად არაერთ გზის თხოვნისა, ხელისუფლება ადგილობრივების თხოვნას არ ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share