6 – 7 – 8 ოქტომბერს ახალქალაქში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ასპარეზობა ქამრის ტიტულისთვის ბრძოლას დაეთმო, სადაც თავი გამოიჩინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ურეკის ტაეკვანდოსა და კიკბოქსინგის სექციის სპორტსმენმა ფრიდონ ჩხარტიშვილმა, მან შეძლო და ქამარი მოიპოვა. ხოლო აღნიშნული შეჯიბრიდან გიორგი მგელაძემ ოქროს მედალი აიღო.
სპორტსმენები ტურნირისთვის მწვრთნელებმა გიორგი ბერიძემ და დავით სარიშვილმა მოამზადეს.