აშშ 2024 წელს უკრაინასა და ისრაელს კოლოსალური თანხებით დაეხმარება

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირაში გაასაჯაროვებს გეგმას-თუ როგორ დაეხმარება ამერიკა ისრაელსა და უკრაინას მომავალ – 2024 წელს

უკრაინა ამერიკიდან დამატებით 600 უპილოტო საფრენ აპარატ-კამიკაძეებს მიიღებს. ეს უპილოტო საფრენი აპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ცოცხალი ძალის განადგურებისას

უკრაინას დანია და ჩეხეთი ერთობლივ სამხედრო დახმარებას გაუკეთებენ. დანია აფინანსებს ჩეხეთში-უკრაინისათვის სამხედრო იარაღისა და ტექნიკის წარმოებას. პირველ პარტიაში იქნება ფეხოსანტა 50 საბრძოლო მანქანა და საბრძოლო ტანკები. ასევე

2000 პისტოლეტი

7000 შაშხანა

5000 ხელის ტყვიამრფქვევი

500 სნაიპერული შაშხანა

რადიო ელექტრონულ და სადაზვერვო ტექნიკას და ყუმბარებს მსხვილკალიბრიანი ქვემეხებისათვის

ბრიტანეთი ისრაელისაკენ სამეთვალყურეო თვითმფრინავსა და სადედოფლო ფლოტიდან ორ სამხედრო გემს გააგზავნის

ევროპარლამენტმა “გოლოდომორი” უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

უკრაინის შავიზღვისპირეთის ჰუმანიტარული ხორბლის კორიდორი წარმატებით მუშაობს-დღეისათვის ტრანსპორტირებულია 740 ათასი ტონა ხორბალი

ესტონეთის პარლამენტი ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გაყინული რუსული აქტივები კომპენსაციის პროგრამის ფარგლებში უკრაინას გადაეცემა

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share