“ჩემი დუმილი დასრულდა” – სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შელახულ რეპუტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მმართველობის ქვეშ მოექცა, რის გამოც ის აღარანაირ ნდობას აღარ იმსახურებს.
სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის მის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამბობს, რომ თამარ ჩუგოშვილისა და მაია კოპალეიშვილის როლი უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა.
ჩემი დუმილის დრო დასრულდა, აქამდე თავს ვიკავებდი, რამეთუ სანამ საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობდა. ჩემი ამ პროცესში ჩარევა არ იყო საჭირო, ჩემი წარმომადგენლები, როლებიც სამართლებრივი კუთხით ჩემზე მცოდნენი არიან, მათი როლი იყო მნიშვნელოვანი, ჩემი ნდობა მათ სრულად ჰქონდათ, რომელიც შეასრულეს.
დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც გარკვეულწილად დღემდე ნდობას იმსახურებდა, თუმცა დღეიდან ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, უნდა რცხვენოდეს, ექვსივე მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, მხოლოდ სამმა ადამიანმა გადაირჩინა საკუთარი რეპუტაცია. ამ ქვეყანაში აღარ დარჩა დამოუკიდებელი დამცველი ინსტიტუტი.
მე მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები აქ, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი, ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს მოკლეს დემოკრატიაც და მომავალიც. ეს არის მცდელობა “ოცნების”, მაგრამ “ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თავად იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ახლო მომავალი გვეტყვის, სად უფრო გამოვადგები ხალხს, როგორც პრეზიდენტი, თუ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ წლის ბოლოს პირველ შედეგს და მომავალი წლის ბოლოს შემდეგი ეტაპი გვექნება გასავლელი. ამ ყველაფერს მივარწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად.
პარლამენტშიც მივალა, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდ ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ გარეთ, შიგნით მე ვიქნები და მე ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.