შარმ-ელ-შეიკში მიმდინარა მსოფლიო პირველობაში ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი მონაწილეობს

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიკში მიმდინარეობს მსოფლიო პირველობა 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელშიც 70 ქვეყნის 500-მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს. ჩემპიონატში საქართველო იმ ექვსი მოჭადრაკით მონაწილეობს (ასაკობრივ კატეგორიის მიხედით სამი გოგონა და სამი ბიჭი), რომლებმაც ეს უფლება საქართველოს პირველობაზე მიღწეული გამარჯვებებით მიიღეს. მონაწილეთა შორისაა ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელიც 8 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობს. ჩემპიონატზე ,რომელიც შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს, დღეს მე-5 ტური ტარდება. ლაზარეს 4 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და 90 თანატოლს შორის ლიდერთა პირველ ათეულშია. თავიანთ ასაკში ლიდერეთა შორისა ასევე, 3-3 ქულიანი ბარბარე აშოთია და ლუკა ქუნთელია. ჩვენი მოჭადრაკეებიდან თითქმის ყველას რეიტინგის მატება აქვს . მ.შ. შთამბეჭდავად გამოიყურება ლაზარეს +66,8 და ნიკა ქუნთელიას +58,8 ერთეული.
ჯერ -ჯერობით წარმატებებზე საუბარი ნაადრევია (წინ 7 ტურია), თუმცა მსოფლიოს ძლიერ და მაღალ რეიტინგიან მოჭადრაკეებთან ჩვენების წარმატებულ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, საბოლაო შედეგიც კარგი უნდა გვქონდეს.
ჩემპიონატი, რომელიც 14 ოქტომბერს დაიწყო, 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
წარმატება ჩვენებს!
ზ.ა.
შეიძლება იყოს ჭადრაკი and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share