უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია ხელისუფლების დამოკიდებულებას დაღუპული მებრძოლების მიმართ ეხმაურება და წერს , რომ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე:
”მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს.. სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე.. უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე ..
არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ, ჩემი შვილი, როცა ომი დაიწყო თბილ მიუნჰენში იყო. დილის 9 დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა ..უბრალოდ ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში.. არ დამელოდა ..და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას,მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა..იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი ..
მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა..” – წერს არჩილ ხოფერია.