“ხელისუფლებას ოკუპაციის ხაზთან ფარად ჰყავს აფარებული მოსახლეობა,” – ეს განცხადება გენერალმა ზაზა გოგავამ “რეაქციაში” გააკეთა.
გოგავამ ხელისუფლება გააკრიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან რბილი პოლიტიკის გამო. როგორც გოგავა ამბობს, ვოლსკის დღევანდელმა განცხადებამ აჩვენა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ფარად იყენებს.
”დღეს გია ვოლსკის განცხადებას გადავაწყდი, სადაც ის ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი არის წინა ხელისუფლებისგან გადალოცილი და ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ვერ აგვარებენ, აქვე ურთავს, რომ კი, შესაძლებელია, ოკუპაციის ხაზთან პოლიცია იდგეს, მაგრამ პოლიციელები ვერ გაუძლებენ ცდუნებას, შეიძლება ისინი აყვნენ ამ ყველაფერში და ამან გამოიწვიოს ესკალაცია.
მოწინააღმდეგე მხარე ვიცით ვინ არის, ტერორისტი ჩვენი მეზობელი – ჩვენი ხელისუფლება მოქმედებს, ტერორისტების ჰამასის ქცევის – პოლიციასა და ოკუპაციის ხაზს შორის შექმნილი აქვთ ბუფერული ზონა მოსახლეობისგან – რატომ? ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, რომელიც მოხდება, მერე თავი იმართლოს, რომ პირდაპირი პასუხისმგებლობა არ გადავიდეს მათზე,“ – ამბობს ზაზა გოგავა.