დასავლეთში მთავარი განხილვის თემაა ამერიკის პრეზიდენტის სტატია “ვაშინგტონ პოსტში”
საინტერესოა რა კონტექსტში გამოქვეყნდა ბაიდენის სტატია
ყველა თანხმდება იმაზე რომ უკრაინული კონტრშეტევა ფაქტიურად დასრულდა და მან არ გაამართლა იმედები და მოლოდინები რომლებიც უკრაინის მოკავშირეებს ჰქონდათ
ომი ფაქტიურად გადავიდა პოზიციურ ბრძოლებში მაგალითად ავდეევკასთან რუსები უტევენ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე კი უკრაინა
ამ სიტუაციაში ძლიერდება ხმები მოლაპარაკებების აუცილებლობის თაობაზე
ევროპა გაფაციცებით ადევნებს თვალს კონგრესში მიმდინარე მოვლენებს
ამ დრო ბაიდენი სტატიაში აცხადებს რომ უკრაინასთან მიმართებაში არაფერი არ შეცვლილა და ამერიკა ისევე გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მომავალ წელს როგორც ამას დღემდე აკეთებდა
რაც შეეხება შესაძლო მოლაპარაკებებს ამის მზაობა დღეს არცერთ მხარეს არ გააჩნია რუსეთიც და უკრაინაც ცდილობენ მოიპოვონ მნიშვნელოვანი უპირატესობა ფრონტზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ კი ის დაიწყება რაც შეიძლება მომგებიან სიტუაციაში დასხდნენ
ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალი წელი და ის წარმატებები რომელსაც უკრაინული არტილერია ზამთარში მიაღწევს
მხარეები ცდილობენ ამ ეტაპზე ალღო აუღონ ომის ახალ კონცეფციას რაც გამოიხატება დრონების, არტილერიისა და ავიაციის დომინირებაში ფრონტზე
ასევე საუბრებია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე
დასავლეთში გამორიცხავენ კონფლიქტის გაყინვას-ისე როგორც მაგალითად დნესპირეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
გაყინვისა და კონფლიქტის დაკონსერვების პირობებში რუსეთს მინიმუნ 6 წელიწადში შეეძლება ძალების ისე აღდგენა, რომ ნატოს შეუტიონ
ამერიკა ბრიტანეთთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ მომავალი ზამთრის პერიოდში მაქსიმალურად იქნას დაცული უკრაინის ენერგეტოკილი ობიექტები
ამ მიზნით ამერიკელებმა სამსაფეხურიანი დაცვის სისტემა შეიმუშავეს
ამ დღეებშივე გაიმართება რაიმშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრა
არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ხავიერ მილეის დასავლეთში ახალი ტრამპი და რადიკალური მემარჯვენე პოპულიზმის პირმშო უწოდეს
გასაკვირი არაა რომ ტრამპმა ერთ ერთმა პირველმა მიულოცა მას გამარჯვება და ნამდვილი გმირი უწოდა
მიუხედავად ამისა ნიშანდობლივია რომ არგენტინის ახალი პრეზიდენტი ადანაშაულებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო
არგენტინის პრეზიდენტის არჩევნებს მიესალმა ბრაზილიის ექსპრეზიდენტი, რომელივ ტრამპის ვილაზე ამერიკაში იმყოფებოდა და მილეის წარმატებას პროგრესის, პატიოსნებისა და ნათელი მომავლის განმარჯვება უწოდა
რაც შეეხება ფრონტს უკრაინულმა ძალებმა კიდევ უფრო გააფართოვეს პლაცდარმი და კონტროლირებადი 10 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიიდან 36 ზე ავიდნენ, ამასობაში უკრაინულმა არტილერიამ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხერსონიდან 36 კილომეტრში რუსული ავიაბაზა დასახლება ტარასოვკაში გაანადგურეს
იმის ნათელ დადასტურებად, რომ ამერიკა და დასავლეთი უკრაინის დახმარებით არ დაიღლება, ამერიკის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის, კიევში ვიზიტით, მტკიცდება
ბევრ სახელმწიფო კიდერთან ერთად ოსტინი შეხვდა და ერთი ერთზე დიდხანს ესაუბრა ვალერი ზალუნის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსს
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე მოვლენებს ექსპერტები ვარაუდობენ რომ ისრაელისა და უკრაინის დახმარებათა პაკეტი პალატამ შობის დღეების დასრულებამდე უნდა მიიღონ
დაუშვებელია უკრაიინამ ომი დინასების არ ქონის გამო წააგოს-ეს ფრაზა ამერიკის ფინანსთა მინისტრს ეკუთვნის