საქართველოს დაცვის 9-პუნქტიანი აქტის გასაჯაროების შემდეგ, დედაქალაქის ქუჩებში გაჩნდა სტენსილები შინაარსით – “არა რუსულ მანქანებს”.
ამ წარწერების ავტორი პარტია “ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც დღეს სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის სტიკერი გააკრეს რუსული სანომრე ნიშნის მქონე მანქანებს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქართველი ოლიგარქი და მისი პოლიტიკური მემკვიდრეები ის ადამიანები არიან, რომლებიც ღია კარის პოლიტიკით ხვდებიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს და მათი დანაშაულია, რომ რუსების საქართველოში უკონტროლოდ შემოდინება კვლავ გრძელდება.
ამ ფონზე ხვალ პარლამენტში “ლელოს” ინიციირებული საქართველოს თავდაცვის აქტი შედის. 9 შეზღუდვამ რომელიც რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდებათ, საქართველო გარუსებისგან უნდა დაიცვას. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.