”ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციაა [თამაზ გინტურის მკვლელობაზე], რადგან ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ, ასევე იმის მიმართ, რასაც რუსი ჯარისკაცები აკეთებენ მუდმივად. ეს არის მკვლელობაც, ბორდერიზაციაც და ოკუპაციაც. ალბათ არ არის დამთხვევა, რომ მკვლელობა და გატაცება მოხდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის გამოცხადებისთანავე. არ ვფიქრობთ, რომ რუსეთი რაიმეს შემთხვევით აკეთებს. ვფიქრობთ, რომ მათ საქართველოს მოქალაქეების და მთავრობის დაშინება სურთ, ჩვენ კი გვინდა მხარი დაგიჭიროთ და გაჩვენოთ, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ და რუსეთის არ უნდა შეგეშინდეთ.”
აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ფორმულასთან საუბრისას.
ევროპარლამენტში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე დებატები დღეს, 22 ნოემბერს შედგება, დოკუმენტს კენჭს კი სავარაუდოდ ხვალ, 23 ნოემბერს უყრიან. რა წერია რეზოლუციაში