ცესკო_ს საიტზე ატვირთული ოქმების თანახმად, ოზურგეთში, შემდეგ ოთხ სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება მეორე ტური:
ქალაქი ოზურგეთი _ გიორგი სირაძე (37.76 ,) პარტია “საქართველოსთვის” ლელა საჯაიას (39.73%) დაუპირისპირდება “ქართული ოცნებიდან” . .
ლაითურის და ნარუჯის სამაჟოროტარო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს გია ჩაგანავას (33.91%) ნაციონალური მოძრაობის კანდიდატკ რაინდი დუმბაძე დაუპირისპირდება (38.34%,).
გურიანთა, სოფელ ოზურგეთის და მელექედურის სამაჟორიტარო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს ნინო მახარაძეს (35.38%) დამოუკიდებელ კანდიდატთან, დათა მიქელაშვილთან(27,97) მოუწევს ბრძოლა.
მეორე ტურია ასკანა, ძიმითი, ნაგომრის სამაჟორიტარო ოლქში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა ტიტე მგელაძემ 38.69% მიიღო და მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს შალვა თავდიშვილს დაუპირისპირდება, რომელსაც ამომრჩეველთა 25.47%-მა დაუჭირა მხარი.