ქართველი მსახიობი, რომელმაც ამერიკელი და ევროპელი რეჟისორები მოხიბლა

ანა ჩერქეზიშვილი საქართველოში დაიბადა. მის ბავშვობის პერიოდს დაემთხვა სამოქალაქო ომი. ომის მიერ გამოწვეული ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისი  რთულ სოციალურ გარემოს ქმნიდა ყველასათვის. ანას მშობლებმა ბავშვობიდანვე შენიშნეს მისი ინტერესი თეატრის მიმართ და ხშირად დაყავდათ სპეკტაკლების სანახავად, მას შემდეგ ანას დიდი ინტერესი განუვითარდა ხელოვნების მიმართ.

როდესაც სკოლა დაამთავრა, მისი ერთადერთი ოცნება იყო გამხარიყო ხელოვანი და შესაბამისად ჩააბარა საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. იქ სწავლის პერიდოში, ხშირად მოგზაურობდა ევროპაში, სადაც მიიღო მონაწიელობა არაერთ ფილმში. ერთ-ერთი ფილმი – “ისინი მოდიან” – სადაც მთავარი როლი შეასრულა გამარჯვებული გახდა, როგორც საუკეთესო ფილმი იტალიის საერთაშორისო კინოფესტივალზე “CinemadaMare” 2010 წელს.

2013-2014 წელს მიიღო მონაწილეობა ნიუ ორკის თეატრის კომპანიის Dramatic Adventure-ის სპექტაკლებში. 2013 წელს კომპანიასთან ერთად იმოგზაურა სლოვაკეთში და მონაწილეობდა სპეკტაკლში “Ako David ”, 2014 წელს კი იმოგზაურა ეკვადორში სპეკტაკლით – “La Maldicion de la Tunda”. 2015-2018 წლებში სწავლობდა მსოფლიოში ცნობილ სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიაში.

როგორ დაიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული კარიერისკენ?

როდესაც ბაკალავრიატზე ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში, ხშირად ვმოგზაურობდი ევროპაში სხვადასხვა თეატრისა და კინოს ფესტივალებზე. მახსოვს ნაყოფიერი მუშაობა შედგა, როდესაც უნგრეთში ვიმყოფებოდი Mediawave საერთაშორისო კინოსა და მუსიკის ფესტივალზე. გერმანელმა რეჟისორმა ლარს ჰენზემ შემომთავაზა როლი მის ფილმში „რელიგიური ბრძოლა“ და ამ ფილმის პრემიერას მოყვა შემდეგი შემოთავაზება იტალიელი რეჟისორისგან, მაურო ფურიციოსგან, მთავარ როლზე ფიმლში „ავტობუსის გაჩერება“. ამ ფილმმა მესამე ადგილი დაიკავა ფესტივალზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმებს შორის. საკმაოდ წარმატებული გამოდგა ფილმი „ისინი მოდიან“, რომელიც იტალიაში გადაიღო პაკისტანელმა რეჟისორმა კამრან ფაიკმა, ჩემთან თანამშრომლობით. ფილმში მქონდა ასევე მთავარი როლი და ძალიან გამიხარდა, როდესაც ფილმმა მოწონება დაიმსახურა იტალიურ საერთაშორისო კინოს ფესტივალზე Cinemadamare და მოიგო პრიზი, როგორც საუკეთესო ფილმმა.

როგორ გადაწყვიტეთ სამსახიობო პროფესიის დაუფლება ამერიკაში?

როდესაც პირველად ჩამოვედი ამერიკაში ვსწავლობდი მაგისტრატურაზე გამოფენების და მუზეუმების სგანმანათლებლო პროგრამაზე, იმისთვის რომ დამატებითი პროფესია შემესწავლა. როდესაც უკვე ამ პროგრამის დამამთავრებელ თეზისზე ვმუშაობდი, გამოცხადდა კასტინგი ცნობილ ნიუ ორკის კომპანიაში Dramatic Adventure Theatre Company. ამ კასტინგისთვის მოვემზადე და გავედი 2013 წელს. რადგან მისია ამ კომპანიის ყოველთვის მომართული იყო საერთაშორისო თეატრალების და ამერიკელი თეატრალების კოლაბორაციისკენ, რეჟისორმა შემომთავაზა როლი სპეკტაკლში რომელსაც ერქვა Ako David. ეს იყო ჩემი პირველი დიდი ნაბიჯი ამერიკის თეატრის სცენაზე და მას შემდეგ გავაგრძელე ამ კომპანიასთან თანამშრომლობა, ისევე როგოც გავაგრძელე კასტინგი და მუშაობა სხვა კომპანიებთან. 2015-2018 წელს სამსახიობო ტრეინინგის ასამაღლებლად, ჩავაბარე სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიაში, სადაც სტანისლავსკიზე დაფუძნებულ სამსახიობო ტექნიკაში მივიღე გამოცდილება. ამ ტრენინგის შემდეგ ისევ გავაგრძელე თეატრში მოღვაწეობა და დღემდე ვაგრძელებ.

ქართულ თეატრს რა როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში?

როდესაც თეატრალურში ვსწავლობდი საშუალება გვქონდა გვეყურებინა გენერალურ რეპეტიციისთის „კავკასიური ცარცის წრის“, რამაზ ჩხიკვაძის მონაწილეობით და ძალიან მიხაროდა რომ ეს გრანდიოზული სპეკტაკლი ვნახე მისი შესრულებით. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა თეატრში სიარული. ძალიან მომწონდა სარდაფის და თავისუფლების თეატრის სპეკტაკლები. ასევე ვიღებდი სამსახიობო კლასებს, როცა საშუალება მქონდა სხვადასხვა სტუდიებში და ვესწრებოდი ხოლმე სამსახიობო კლასებს თეატრალურში, სადაც უფრო მეტს ვსწავლობდი თეატრზე რა თქმა უნდა.

რომელ კომპანიებთან თანამშრომლობთ ეს ბოლო პერიდოი?

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ თითქმის ყველა თეატრალურ კომპანიასთან, ვისთანაც კი მიმუშავია აქამდე ვაგრძელებთ თანამშრომლობას დღემდე. ეს ბოლო პერიოდი მიმიწვიეს ნიუ ორკის საერთაშორისო თეატრის კომპანიაში „TeamTheatre”, სადაც ვიმუშავებ ახალ სპეკტაკლზე „Censorship”. ეს სპეკტაკლი ეხება ცენზურის არსებობას სხვადახვა ქვეყნებში. ასევე ბოლო ერთი წელია დავიწყე თანამშრომლობა საერთაშრისო თეატრალურ კომპანიასთან „Rattelstick Playwright Theatre”. ამ კომპანიასთან ვაკეთებ ახალ პროექტებს ჩემს მებობრებთან ერთად. ასევე ვთანამშრომლობ Identity Theatre Company, Dramatic Adventure Theatre, Transforma Theatre და სხვა კომპანიებთან, რომელთანაც მქონდა შეხება.

ვინ არიან ჰოლივუდის მსახიობები ვინც თქვენზე გავლენა მოახდინეს?

მერილ სტრიპი ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია. ძალიან მომწონს როგორ ანსახიერებს თითოეულ როლს და როგორ შეუძლია იერსახის თავიდან ბოლომდე შეცვლა როლის მიხედვით. ასევე ძალიან მომწონს ჯულია რობერთსი, კეიტ ვინსლეტი და გალ გადოტ. რაც შეეხება ქართველ მსახიობებს, მარინა კახიანი. არ დამავიწყდება მისი შესრულებით როცა ვნახე მედეას როლი და რა თქმა უნდა ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, ასევე დაუვიწყარია ჩემთვის.

 

  

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share