ჩინეთში ფრინველის გრიპი H10N3 შტამით ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
41 წლის ჩინელი კაცი ძიანსუს პროვინციიდან პირველი ადამიანია, რომელსაც H10N3 ფრინველის გრიპი დაუდასტურდა. კაცს ცხელება გამოუვლინდა, რის გამოც იგი 28 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს, 28 მაისს კი მას ფრინველის გრიპის H10N3 შტამი დაუდასტურდა.
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკიდან გაწერეს. მის ახლო კონტაქტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.
2016-2017 წლებში ფრინველის გრიპის H7N9 შტამის შედეგად დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა.