ეს ბრძოლა არის ჩემთვის მარადიული ბრძოლა და უკვე 1 000 წელია ჩვენ ვცდილობთ დავიკავოთ ჩვენი ადგილი, ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპაში. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან. მე ხელისუფლებაზე, როგორიც არ უნდა იყოს, ჩემი ქვეყნიდან 2 000 კილომეტრით შორს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მუდმივი არაფერი არ არის. ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად იმისა რომ ვაცხადებთ ჩვენ და აცხადებენ ჩვენს ქვეყანაში, რომ მშვიდობაა, სინამდვილეში არ არის მშვიდობა, ჩვენს ქვეყანაში მიდის ომი, არ ისვრიან ბომბებს, მაგრამ ეს ომი არის უფრო, ბევრად საშიში და ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. ის ომი, რომელიც ახლა ჩვენს ტერიტორიაზე მიდის, ვინც თემაშია, ყველამ იცის ამის შესახებ.”
განაცხადა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯაბა ხოფერიას მამამ, არჩილ ხოფერიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში.