კრემლის პროპაგანდისტი სერგეი კარაგანოვი ვენეციაში სახლს ფლობს, თუმცა სანქციების გამო ვერ იყენებს და აქირავებს – მედია

კრემლის პროპაგანდისტი, სერგეი კარაგანოვი, რომელიც რუსეთს ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ მოუწოდებდა, ვენეციაში სახლს ფლობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი ვენეციაში, კასტელოს ტურისტულ რაიონში, 84 კვ.მ. ფართობის
ორსართულიან სახლს ფლობს, რაც მასსა და მის მეუღლეზეა რეგისტრირებული.

მედიის ცნობით, კარაგანოვი, სანქციების გამო, სახლის გამოყენებას ვერ ახერხებს, თუმცა მას ტურისტებზე აქირავებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share