”6 წლის წინ, სისხლში ამოსვრილი დილა მომილოცეს, ამ სისასტიკის ავტორები დღეს შობას ზეიმობენ” – მაჩალიკაშვილი

“მეშინია, რომ ვთქვა რიცხვი 25 დეკემბრის და 26 გათენებისა, არა არ მეშინია, შიში ჩემთვის უცხოა, მაგრამ ამ თარიღს ისეთი თავისებური შიში ახლავს, ამას ნამდვილად ვერ ავხსნი, უბრალოდ არ ვიცი, როგორ აღვწერო, ერთი ისაა 25-დან 25-მდე სულ თავს მახსენებს და მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დარდიც, ტკივილიც ამ დღეს და ამ დროს ამოხეთქავს ხოლმე, როცა ქვეყანაში შობის დღე ზეიმობსენ და ხვალინდელი დღის ჩანაფიქრებისა და სურვილების ასრულებაზე ლოცულობენ, მე კი ერთ ერთ მოქალაქეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე თავის საწოლში მოკლული დამახვედრეს, სისხლით შეღებილი ამ საწოლზე, ამავე საწოლზე რომელიც ამ ფოტოშია ასახული, დღეს 25-ში, 26 გამთენიისას 6 წელი გახდება, საშველი ამ ტკივილს არ დაადგა და ვერც შენელებულა, ნუ ეს ადამიანები ამ სისასტიკის ავტორები, დღეს შობას ზეიმობენ და საახალწლო სამზადისში არიან, არ ვიცი ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ერთი რამ ცხადია: მე 6 წლის წინ სისხლში ამოსვრილი დილა მომილოცეს, ვიმედოვნებ და ვაგრძელებ არსებობას იმის იმედით, რომ ამასვე მიიღებ მოლოცვებში ერთ მშვენიერ დღეს შენ, ვისაც მიგიძღვის ბრალი ამ სისასტიკეში…ეს ის, რაც ხელში უკავია, ის ხელყუმბარა, რაც თემირლანს ბალიშის ქვეშიდან ამოუღეს, ალბათ დააკვირდებით სამხედრო ფერებში ტელეფონის ჩიხოლია, ზუსტად ეს ტელეფონი ეჭირა მოკვლამდე 7 წუთის წინ, ეს არის ის ხელყუმბარა რაც მისამართარეულმა ყაჩაღებმა არ აპატიეს უკვე ოცნების სიზმრებში ჩაძირულ თემირლანს. კინოფილმი მაპატიე სიყვარულისთვის ყურების შემდეგ” | წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცავის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა. ის 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა
შეიძლება იყოს 2 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share