”მეც ასე ვფიქრობ რომ დამბლოკეს” – ამ განცხადებას “პირველებთან” მომღერალი მერაბ სეფაშვილი აკეთებს. ისიც ვერ მოხვდა იმ მომღერალთა სიაში, ვინც გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებს.
მერაბ სეფაშვილი თვლის, რომ რამდენიმე მომღერლის მსგავსად, ისიც დაბლოკილია.
”ბლოკავენ, ვინც არ მოსწონთ პოლიტიკურად, ეგ არის რა, არ არის ეგ? მეც ასე ვფიქრობ, რომ დამბლოკეს, მაგრამ ეს არანაირად მაზიანებს. რაღაც გაუგებარ სიტუაციაში ვართ, როგორც ყოველთვის,“ – განაცხადა მერაბ სეფაშვილმა.
მომღერლების შავი სია – “ქართული ოცნება” მუსიკოსებს ბლოკავს. ქვეყნის მთავარ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას თბილისსა და რეგიონებში წელსაც მხოლოდ ის შემსრულებელი მიიღებენ, ვინც მმართველ პარტიას მოსწონს.
ვინ იმღერებს ახალი წლის ღამეს თბილისში, გალაკონცერტზე – მომღერლების სია ცნობილია. ირკვევა, რომ მერიამ 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა 718 874 ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიაSmart Event-თან.