ზურაბიშვილს შეუძლია, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი – სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ხელთა არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას ამით ხელი შეუწყოს. ამის შესახებ სააკაშვილმა ღამის კომენტარისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში ისაუბრა.

“ამაზე უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ეს მოხდება. დღეს ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, რომელიც მთლიანად გააჯანსაღებს ტოქსიკურ ატმოსფეროს და ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გადალახვას.

დღეს ძალიან დიდი ნაწილი ამომრჩევლის მიიჩნევს, რომ ის მთლიანად იგნორირებულია და ფაქტობრივ ტყვეობაში იმყოფება. თუ ამ ჩვენს თანამოქალაქეებს ქალბატონი სალომე ამ განცდას მოუხსნის, ის ძალიან გაიძლიერებს საკუთარ პოზიციებს და ასევე, დაიმკვიდრებს ადგილს საქართველოს ისტორიაში და ეს ადგილი იქნება ძალიან პოზიტიური”, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა, ასევე, ისაუბრა კანდიდატის სტატუსზე და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების “ნულოვანი შანსი” აქვს. მისივე თქმით, საჭიროა ბევრი, მრავალრიცხოვანი აქცია და ოპოზიციაში “მიზნის გასწორება”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share