მოსწავლეთა 67%-მა საბაზისო დონის უნარები ვერც ერთ საგანში გადალახა – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული ინდიკატორით 15 წლის მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა იზომება. საქართველოდან შეფასებაში 267 სკოლის 6,583 მოსწავლე მონაწილეობდა.
დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეთა 65%-67%-მა ვერც ერთ საგანში გადალახა სირთულის მეორე დონე, ეს დონე კი საბაზისო დონის უნარებს შეესაბამება.