ოზურგეთელი გიორგი თოხაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დღეს, ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრანპრიზე ისევ გვასახელა გიორგი თოხაძემ.
ინფორმაციას ამი შესახებ სოციალურ ქსელში პედაგოგი ნინო კილაძე ავრცელებს:
”ქართული კვარცხლბეკი საფრანგეთის გრან პრიზე!
გიორგი თოხაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დღეს, ნიცაში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ანრი დელანის გრანპრიზე ისევ გვასახელა ჩვენი სოფლის მკვიდრმა გიორგი თოხაძემ.
ვულოცავთ გიორგის ამ გამარჯვებას.
კიდევ მრავალჯერ აგეჟღერებინოს საქართველოს ჰიმნი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,კვარცხლბეკზე მდგომს.ამაყობს მელექედური შენით.” – წერს კილაძე.