“მადლობელი ვარ თითოეული მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფის მეომრის… წლის დასაწყისიდან უკვე ჩამოგდებული გვაქვს 359 დრონი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
“მადლობელი ვარ თითოეული მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფის მეომრის, რომელიც ყოველდღიურად იცავს ჩვენს ინფრასტრუქტურას და ხალხს. მხოლოდ ამ ღამით ჩამოაგდეს 40 “შაჰიდი” დრონი, რაც რუსეთის მიერ გასროლილი უმეტესის ნაწილია. წლის დასაწყისიდან უკვე ჩამოგდებული გვაქვს 359 ასეთი დრონი. ჩვენი ცის დამცველების სიზუსტე, ელექტრონული ომი და ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ფაქტობრივად სიცოცხლეს იხსნის. ვმუშაობთ ჩვენი მობილური საჰაერო თავდაცვის ჯგუფების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და უფრო თავდაცვითი ელექტრონული ომის სისტემების დამატებაზე. ეს არის წლევანდელი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.