ოზურგეთის ტექნოპარკში, გურიის მხარეში მიკრომეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან და მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა.
„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ სააგენტოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ მეწარმეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ღოღობერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრის ბოლოს, 62 გამარჯვებულ მიკრომეწარმეს სამახსოვრო ბანერები გადაეცათ.