მოლაპარაკებებზე დიდ მოლოდინს არ ვამყარებ – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე.
კულება ამბობს, რომ მათი უპირველესი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტა და ტერიტორიების გათავისუფლებაა. ასევე უპირობოა ჰუმანიტარული საკითხებიც.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ძლიერია, ამიტომ ის მაქსიმალურად გამოიყენებს ამ მოლაპარაკებებს, ხოლო შედეგი, მისი თქმით, დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინულ მხარეზე, არამედ იმ ინსტრუქციებსა და დირექტივებზე, რომლითაც ლავროვი თურქეთში ჩავა.
“იმედი მაქვს, რომ ის ამ მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად მიუდგება და არა პროპაგანდისტული პერსპექტივიდან” – ამბობს კულება.
შეგახსენებთ, კულება-ლავროვის მოლაპარაკება ხვალ თურქეთში, ანტალიაშია დაგეგმილი.