ჩვენმა არმიამ სამხედრო არსენალი შეავსო, მტრის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები ახლა უკვე ჩვენ გვიცავენ – ზელენსკი

ჩვენმა არმიამ მოახერხა და სამხედრო არსენალი შეავსო, განსაკუთრებით დიდია ტროფეი, რომელიც მტერს დავათმობინეთ. მათი ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და იარაღი ახლა უკვე ჩვენ გვიცავენ. რა უნდა იყოს ოკუპანტისთვის იმაზე დამამცირებელი, როდესაც მას თავისივე იარაღით მოკლავ. მტრის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ჩვენი ძალა იგრძნეს. საკუთარ თავს ეკითხებიან თუ რას აკეთებენ უკრაინაში. ჩვენც არ გვაქვს პასუხი.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share