ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში”, — ამბობს ხოჯევანიშვილმა.
ამავე ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების 6 დეპუტატი მმართველ პარტიას ტოვებს და გახარიას უერთდება. “ოცნებიდან” მიდიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე. მათი თქმით, გადადიან გახარიას “პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე” და დასძინეს, რომ საქმიანობას გააგრძელებენ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატები.