ერთი მხრიდან ლანძღვა, მეორე მხრიდან დიდება. მანამდე დაქუხების მოლოდინი, რომელიც ერთგვარად ფუჭი გამოდგა. ის მთავარი ნიუსია უკვე რამდენი დღეა. ყველა არხზე და ყველა კითხვაში მისი სახელი ისმის. პრესკონფერენციაც ისეთი მასშტაბური მოაწყო, როგორიც მოქმედ პრეზიდენტ სააკაშვილს ან მოქმედ პრემიერს ივანიშვილს ჰქონდათ ხოლმე. დამსწრეთა განლაგების ფორმაც გვიჩვენებდა, რომ გახარია კვლავ რჩება (ალბათ უფრო განგებ, ვიდრე შემთხვევით) პრემიერის იმიჯში და მგონია ის ამ განწყობას (პრემიერის, “პატრონის”, “მარჩენალის” )მაქსიმალურად გაუღვივებს ხალხს.
ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით ვთვლი, რომ გახარიამ პირველ მიზანს მიაღწია. თუმცა, ორივე პოლუსის კრიტიკისგან თავის შეკავება სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია. იქმნება შეგრძნება, რომ ის ვერ (მიზეზებზე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ) აკრიტიკებს ივანიშვილს და ამის გამო ენმ-ს კრიტიკისგანაც უწევს თავის შეკავება, ეს კი გარკვეულ კითხვებს ბადებს და ახალი პარტიის პოზიცირებასაც ცოტა გადღაბნილად წარმოაჩენს.
ამჯერად ამით შემოვიფარგლები.
პოსტის ავტორი, მამუკა გამყრელიძე