სპეცრაზმელები და დაცვის ოფიცრები შესაძლოა, საკვების გარეშე დარჩნენ – შსს-მ ტენდერი ვერ ჩაატარა

სპეცრაზმელების და დაცვის ოფიცრები შესაძლოა, საკვების გარეშე დარჩნენ – შსს-მ ტენდერის ჩატარება ვერ შეძლო. დაბალი ფასის გამო ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. ახლა გომელაურის სამინისტრო პროდუექტებს უფრო ძვირად, დაჩქარებული წესით ფავორიტი კომპანიისგან იყიდის.

ოპოზიციას  ეჭვი აქვს, რომ ტენდერი არაადექვატური ფასებით სპეციალურად გამოცხადდა, რათა ბიზნესს მასში მონაწილეობა არ მიეღო. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სპეცრაზმელების და დაცვის ოფიცრების კვებაზე ფულს ჩინოვნიკები აკეთებენ:

”ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უკვე მოძებნილი ჰყავთ საკუთარი კომპანიები, ნათესავების, ახლობლების, რომლებსაც მრავალმილიონიან კონტრაქტს გაუფორმებენ და შემდეგ ხარისხის შემოწმებასაც არავინ დაუწყებს. ამ მილიონებს აიღებენ, ჯიბეში ჩაიდებენ და ფეხებზეც ჰკიდიათ ამ თანამშრომლებს აჭმევენ თუ არ აჭმევენ”  – ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

tv pirveli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share