როდესაც ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ამდენი ვარაუდი ისმის, რა გახდა ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან – ამის შესახებ ექიმი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი ასევე ითხოვს პასუხს კითხვაზე თუ რას ნიშნავს ქუჩაში მოხეტიალე ტომოგრაფი, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი:
“როდესაც ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ამდენი ვარაუდი ისმის, რა გახდა ერთი ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯანდაცვის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა რეალურად, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ნიშნავს ქუჩაში მოხეტიალე ტომოგრაფი, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი?” – წერს ბუწაშვილი.