გაზეთ „ალიონის“ რედაქციის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

დღეს, დილით ქ. ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.

ჯერ-ჯერობით  გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში  პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.

საბედნიეროს ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები,  „გურიის მოამბის“ რედაქცია,  და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გაკვეული მატერიალური ზარალი.

შემთხვევის ადგილას მოვიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის, შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები. 

მომხდაზე  დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით.

„ალიონის“ რედაქცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სხვა კომენტარისაგან თავს იკავებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share