ჩოხატაურში ოპოზიციონერებზე თავდასხმის საქმეზე დღეს ოზურგეთის სასამართლოში თათია ნიკოლაშვილი დაიკითხება

დღეს, 15 ნოემბერს 14:00 სთზე, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
თემა: ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სკვერის გახსხვისების საწინააღმდეგო საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, ენმ-ის წევრებზე თავდასხმა
მომხდართან დაკავშირებით, თათია ნიკოლაშვილმა, გამოძიებას ჩვენება არ მისცა და დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა

მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწის გასხვისების გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებზე “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან თავდასხმა მოხდა.

ადგილი ჰქონდა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების ფიზიკურ შეურაცხოფას. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, დავით მჟავანაძე იყო, რომელიც ჩოხატაურის “მამქოლის” კლინიკაში მოათავსეს, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდასხმა გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მისი გარემოცვა მონაწილეობდა

მოგვიანებით ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ “პოგრომში” მონაწილე ოთხი პირი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share