ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისი ხაშურის ავტომაგისტრალზე-მცხეთის მონაკვეთთან-ავტომობილი დაეჯახა-ძალიან მძიმეა და ის ახლა მცხეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შემთხვევა გუშინ, დღის მეორე მახევარში, მას შემდეგ მოხდა, როცა თბილისიდან ოზურგეთისაკენ მომავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელშიც ოზურგეთeლი ახალგაზრდა იჯდა, ერთ ერთ სავაჭრო ცენტრთან ავტომობილი გააჩერა.
ახალგაზრდა მანქანიდან გადმოსვლას ცდილოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა, დამჯახებელი ავტომობილის მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
ეს უკანასკნელი, რომელიც ადგილობრივი აღმოჩნდა, პოლიციამ, ამ დილით, მის საცხოვრებელ სახლში დააკავა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის დროს ძლიერ ნასვამი ყო.