ხუთი მედალი ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

28-29 აპრილს ქ. ახალციხეში მძლეოსნობაში ახალციხის ღია საერთაშორისო ჩემპინატი გაიმართა.
ასპარეზობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და შინ ერთი ოქრო , ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს.
 I ადგილი
მერაბ მახარაძე ( 2007 – 2008 წწ) 500 მ რბენა
 II ადგილი
ანა მგელაძე ( დიდებში) ბადროს ტყორცნა ( 1კგ)
ქეთევან თევზაძე ( დიდებში) სიგრძეზე ხტომა
 III ადგილი
გიორგი პაკელიანი ( დიდებში) ბადროს ტყორცნა 2 კგ
ქეთევან თევზაძე ( დიდებში) 100 მ რბენა
ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპრეზა 2011 წელს დაბადებულმა ბექა მჭედლიშვილმა ( 300 მ რბენა) რომელიც |\/ ადგილზე გავიდა თავისი შედეგით.
 ასევე კარგად გამოვიდნენ სერგი კვანჭიანი და ლიზი ლომაძე.
 ოზურგეთის გუნდი ასპარეზობისთვის მწვრთნელმა მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

ფიქრია ტვილდიანი

ახლა აქტიურია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share