ლელა ნაცვალაძის წინააღმდეგ გამოძიება ოზურგეთშიც დაიწყო
მის წინააღმდეგ საქმეებს, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის გარდა, ქვეყნის მასშტაბით, 6 სხვადასხვა უწყებაში იძიებენ.
ნაცვალაძეს თაღლითობაში მოქალაქეები რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და რამდენიმე სხვა ქალაქში ადანაშაულებენ და შესაბამისად ამ უკანასკნელებმა ადგილობრივ სამართალდამცველებს განცხადებებით მიმართეს.
თავად ნაცვალაძე გამოძიების დასრულებამდე კომენტარისაგან თავს იკავებს, აცხადებს რომ დამნაშავე არაა, ყველა დაზარალებულს ვალს დაიბრუნებს, თუმცა ირწმუნება, რომ მას თავს გარკვეული “ბანდიტური დაჯგუფება” დაესხა.
უკვე რამდენიმე დღეა, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში თაღლითობაში დადანაშაულებული ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი შევიდა, თუმცა, მიუხედავად უამრავი მომჩივანისა, ნაცვალაძის დაკითხვა გამოძიებას ამ დრომდე არ ჩაუტარებია, რაც დაზარლებულებს უჩენს იმის ეჭვს, რომ ნაცვალაძეს ლობირებენ.
როგორც “გურიის მოამბემ” დაადგინა, საგამოძიებო ნაწილის კურატორი, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, გურიის ვიცეგუბერნატორის ქმარი, ბესიკ ბოლქვაძეა. გამოძიებასაც ეს უკანასკნელი კურირებს, თავად ბოლქვაძე კი ნაცვალაძის მეზობელია, მისი მეუღლე-გურიის ვიცე გუბერნატორი ქეთი მოისწრაფიშვილი კი ნაცვალაძის მეგობარი.
ბოლქვაძეს და მის მეუღლეს, დიდი ხანია ჭიკაიძის და ადიკო ივანიშვილის პროტეჟედ მიიჩნევენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლებია თანამდებობაზე არიან, მოარული ხმები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, შესაბამისად, ეს დაზარლებულებისთვის კიდევ მეტი ეჭვის საბაბია, რადგან ლელა ნაცვალაძე ადიკო ივანიშვილის სახელით დიდი ხანია ემუქრება დაზარალებულებს. (ამ ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია, ბოლქვაძის მეუღლის, ვიცსგუბერნატორის ქეთევან მოისწრაფეშვილის ოჯახის მიერ საეჭვოდ გარიგებებით ნაყიდი მიწები, რაც აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, თუმცა, ამაზე პასუხი არავის უგია _ წყაროს თქმით, სწორედ ივანიშვილის ჩართულობის გამო. როგორც ამბობენ, ოჯახი ივანიშვილთან ვალშია და მის ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ ასრულებენ.)
ხაზგაგასმელია კიდევ ერთი დეტალი _ ბესიკ ბოლქვაძე და ლელა ნაცვალაძე მეზობლებიც არიან და ერთი სიტყვით, ხალხი ვის დაკარგვია.
ჩვენ დავუკავშირდით ბოლქვაძეს, თუმცა ეს უკანასკნელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ჩვენი წყაროს თქმით, სწორედ ბესიკ ბოლქვაძის დავალებით არ იბარებენ გამოკითხვაზე ნაცვალაძეს, რომლის წინაღმდეგ გამოძიება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტშია დაწყებული, თუმცა, ოზურგეთში მხოლოდ დაზარლებულების განცხადება და თაროზე შემოდებისათვის განწირული საქმეა.
ამავე თემაზე:
ე.წ. “ლელა ნაცვალაძე – სოფიო ღლონტის” საქმეზე ოზურგეთის პოლიციამ გამოძიება “თაღლითობის” მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა, ე.წ. “ლელა ნაცვალაძე – სოფიო ღლონტის” საქმეზე გამოძიება “თაღლითობის” მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” შსს პრესსამსახურში ოფიციალურად დაუდასტურეს.
პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს: “ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ადამიანების დაკითხვები, რომლებიც ამ საქმესთან გარკვეულწილად შემხებლობაში არიან” ამბობენ პოლიციაში.
პოლიცია არ ახმაურებს გამოძიებამ წაუყენა თუ არა ვინმეს ბრალი აღნიშნულ საქმეზე.
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ლელა ნაცვალაძეს, ქალაქ ხონში მცხოვრებ ავთანდილ ქავზინაძეს და ქალაქ ბათუმში მცხოვრებ სოფიო ღლონტს უცხოეთსა და საქართველოში მცხოვრები ათეულობით მოქალაქე თაღლითობაში ადანაშაულებს.
ძირითადი აქცენტი და პრეტენზიები დაზარალებულებს ოზურგეთის საკრებულოს სამი მოწვევის –2006-10; 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძის, მიმართ აქვთ.
მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, ბათუმში მცხოვრებ ლელა ნაცვალაძის დეიდაშვილ სოფიო ღლონტთან ერთად შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.
ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველგვარ კომენტარზე ვიკავებ თავს,როცა დასრულდება კომენტარსაც გავაკეთებ და რაც საჭირო იქნება იმასაც” – გვითხრა ნაცვალაძემ.
თუ გამოძიება საქმეში ფიგურანტ პირებს ბრალს წაუყენებს-მისი დამტკიცების შემთხვევაში სს კოდექსით ბრალდებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.