ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში.  სოფელ სვირთან  მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ავტომობილში მყოფი ხუთივე მგზავრი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.

შსს ინფორმაციას ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მერვე ნაწილით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share