ოზურგეთში ვიცე მერის მოცვის პლანტაცია გაქურდეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის, გიორგი ღურჯუმელიძის მოცვის პლანტაცია გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ამ დღეებში გაქურდეს.

როგორც ადგილობრივები ანასეულიდან (ქალაქ ოზურგეთის გარეუბანი) “გურიის მოამბეს” ატყობინებენ ქურდებმა პლანტაცია პირწემინდად გაქურდეს, წაიღეს რა როგორც ნარგავები, ასევე ღობე, რომელიც პლანტაციას გარს ერტყა.

ჩვენს სატელეფონო ზარებს პლანტაციის იურიდიუმა მესაკუთრემ, დავით ღურჯუმელიძემ (გიორგი ღურჯუმელიძის მამა) არ უპასუხა.

დიდი ალბათობით პლანტაცია სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში გაკეთდა, რაშიც სახელმწიფომ ღურჯუმელიძეების ოჯახს დაახლოებით 100 ათასი ლარი გამოუყო.

რა სტადიაზეა სქმე, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, ამასთან დაკავშირებით “გურიის მოამბე” ინფორმაციისათვის შსს პრეს სამსახურს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share