ოზურგეთის ფეხბურთის ვეტერანები ხელისუფლებას უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის ფეხბურთის ვეტერანები ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, ვეტერანი ფეხბურთელების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.

კერძოდ, საუბარია, აწ გარდაცვლილ ცნობილ ოზურგეთელ ვეტერან ფეხბურთელ იური ჩხაიძის სახელის მიმართ დამოკიდებულებაზე.

როფორც ‘გურიის მოამბეს” ვეტერანები უამბობენ, მათი დაჟინებული მოთხოვნით, დაფუძნდა იური ჩხაიძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გასულ წელს, მის ჩასატარებლად 4 ათასი ლარი გამოიყო,

მიუხედავად ამისა, მერიის მიერ ტურნირისათვის გამოყოფილი ტანხები გაქრა ან მერიამ არ დააფინანსატურნირი,  გაურკვეველი მიზეზების გამო.

ვეტერანების აღშფოთება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან იური ჩხაიძის სახელობის ტურნირი საერთოდ ამოღებულია:

“შარშანდელთან დაკავშირებით მერიაში გვითხრეს რომ ეს ტურნირი “მერცხალს” უნდა ჩაეტარებინა და თანხებიც ჩაირიცხა ამისათვის, “მერცხალში” გვითხრეს, რომ არა მათ არამედ სპორტის განვითარების ცენტრს უნდა ჩაეტარებინა, სპორტის განვითარების ცენტრში გვითხრეს, რომ მერიას უნდა ჩაეტარებინა-მოკლედ ასე გვამასხარავებენ” – გვიყვება ერთ ერთი ვეტერანი.

“სად გაქრა ის 4 ათასი ლარი, რომელიც შარშან გამოიყო? ვინ მიითვისა?” კითხულობენ ვეტერანი ფეხბურთელები.

იური ჩხაიძე 1946 წელის 10 ივნისს ოზურგეთში დაიბადა. 1963-1964 წლებში თამაშობდა საქართველოს პირველობაზე მახარაძის/ოზურგეთის/ “მერცხალში”. 1965 წელს სსრკ უმაღლესი ლიგის ბინადარ ქუთაისის “ტორპედოში” ჩაირიცხა, რომლის რიგებშიც. 1971 წლის ჩათვლით 133 შეხვედრა ჩაატარა (მათ შორის 111 უმაღლესი ლიგის და 6 სათასო ორთაბრძოლა) 1969 წლის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ. 1973-1974 წლებში “მერცხალში” გამოდიოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share