პუტინი არ არის დაინტერესებული „მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით“, მისი გეგმაა უკრაინის სრული განადგურება – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს პუტინისა და მისი გარემოცვის საჯარო განცხადებები და ქმედებები, რაც გამოიხატება სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებსა და მოსახლეობის დაშინებაში
„დარწმუნებულები ვართ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული მხოლოდ გარკვეული ტერიტორიით: ქალაქით ან სოფლით, ყირიმით, თუ დონბასით. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით, დამოუკიდებელი უკრაინის მიწების რუსეთთან ანექსირებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, კონფლიქტის გაყინვა ახლა იქნება სერიოზული გამოწვევა უკრაინისა და მისი მომავლისთვის და ეს გამოცდილება უკრაინას უკვე აქვს, როდესაც ყირიმისა და დონბასის ნაწილის ოკუპაცია მოხდა –“ომში პაუზა იქნება პაუზა პუტინისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.