„ყველაზე მეტად ორი კატეგორიის ხალხის მეშინია..“ – რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რაც დრო გადის, ყველაზე მეტად ორი კატეგორიის ხალხის მეშინია. ეს ადამიანები, როგორც წესი სიბრძნენარევი მზერით და ფრთხილი ნაბიჯებით გიახლოვდებიან და ძირითადად ორ ფრაზას გეუბნებიან: ,,გიორგი, საჭიროდ ვთვლი გითხრა, რომ…” და ,,დიდი ხანი ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა”. ხან წერილებიც იწყება ასე და ამგვარი დასაწყისების შემდეგ ისეთი წარმოსახვები იბადება,  სულ აღარ აქვს მერე მნიშვნელობა მომდევნო წინადადება რთული ქვეწყობილი იქნება თუ თანწყობილი. ამას ისევ ,, თვალი მინდა აგიხილო” და ,,შენთვის კარგი რომ მინდა, იმიტომ გეუბნები” სჯობს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share