სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი პოსტსაბჭოთა საქართველოს შესახებ წერს.
„ახლა მთავარზე:
პოსტსაბჭოთა საქართველოში პრაქტიკულად არ გვქონია მასობრივი გამოსვლები სოციალურ-ეკონომიკურ ნიადაგზე. ადამიანები აქტიურად არ აპროტესტებენ სიღარიბეს, უმუშევრობას და ა.შ.
რატომ? იმიტომ, რომ მათ აქვთ განცდა, რომ ეკონომიკური პრობლემები მთავრობამ უნდა მოაგვაროს და თუ ისინი მთავრობის საწინააღმდეგოდ გამოვლენ, კიდევ უფრო მეტად დაისჯებიან.
ესაა ე.წ. „პატერნალისტური ცნობიერება“, როდესაც მფარველს ეძებ და ეფერები, იმის მიუხედავად, რომ ისაა დამნაშავე. და მაშინ უფრო ეფერები, როდესაც ძლიერ ალტერნატივას (ოპოზიციას) ვერ ხედავ.
თან რომ გშია და თან რომ მთავრობა მოგწონს, სწორედ ასეთი ცნობიერების ნაყოფია. და ავტორიტარულ რეჟიმებსაც ასეთი ცნობიერება ასაზრდოებს“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.