საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის პროცენტის მაქსიმალური ზღვარი 26% იქნება.
კომისიის განმარტებით, პროცენტი ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.
“ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%.” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა
კომისია მომავალი 1 თვის განმავლობაში შეარჩევს ბანკს, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.