“მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს…უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება”-მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პროკურატურის მხრიდან, დაზარალებულად ცნობას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება:

“უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დაადგინა, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა წამება და არაადამიანური მოპყრობა და სისხლის სამართლის ამ საქმეში ოფიციალურად მაღიარა დაზარალებულად.

ამას უნდა მოჰყვეს ამ საქმეში ბრალდებულების დადგენა და მათი საერთაშორისო ძებნაზე დასმა, რაც ნიშნავს, რომ თუ ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, მათ დააკავებენ ან სხვა…

გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა კიდევ უფრო დაამძიმოს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მინდა ვუთხრა ბორიას, შენი ფალავანი პუტინი უკან იხევს, უკრაინა იმარჯვებს და დასავლეთთან ერთად ძლიერდება. რომ იცოდე, მე ყველანაირ შემდგომ ზეწოლას გავუძლებ და აღარაფერი გამაკვირვებს. ისეთი მტკიცე ვარ, როგორც არასდროს ვყოფილვარ ცხოვრებაში და არასდროს ვყოფილვარ ასე დარწმუნებული სიმართლის გამარჯვებაში!

P.S. – ასევე დიდი მადლობა ცენტრ “ემპათიას” უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების მიწოდებისთვის.

და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრად ნაკლებ დარღვევებზე ჩემს მიმართ, ამჟამად უკრაინაში ასამართლებენ 1 გენერალს და პოლკოვნიკს, რომელთაც პოროშენკოს დროს გამიტაცეს და უკანონოდ დამადეპორტეს.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share