“კითხვას, უნდა ჩამოსულიყო თუ არა მიშა, მხოლოდ ქოცები და ივანიშვილის იდიოტები სვამენ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, “ნანუკას შოუში” ყვება, რომ ერთხელ, სტუმრები ჰყავდა, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდნენ და ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ასევე იყო მასთან სტუმრად, ზუსტად იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც შემდეგ განხორციელებული სახით ვიხილეთ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისას.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

“მიშა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო, უფრო დაგვიანებულიც არისო, მაგრამ თუ მიშა ახლა მაინც ჩამოვა, უნდა იყოს მარტო, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, არ უნდა დახვდეს არავინ, უნდა დაიდოს ხელზე ბორკილი და ჩაბარდეს ივანიშილს, მერე კი ყველა მის გვერდით დავდგებითო. მითხრა, რომ მიშამ ეს გზა უნდა გაიაროს, ბოლოს დააყოლა, რომ მან ეს ყველაფერი მიშას უთხრა.

მიშა მართლა ჩამოვიდა, იგივე სცენარით და ვფიქრობდი ნუთუ ჩემ სტუმრას ამხელა გავლენა ჰქონდა ჯიუტ და პრინციპულ სააკაშვილზე? მით უმეტეს ამხელა გავლენა ჰქონდა მის გადაწყვეტილებებზე? შეუძლებელი იყო ეს ჩვეულებრივი დამთხვევა ყოფილიყო.

ვისაც არ უნდა ერჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ამ გზის გავლა, ყველა იმ მძიმე განსაცდელის მიუხედავად რაც მიშამ გაიარა, ეს იყო ყველაზე გამართლებული რისკი.

რაც არ უნდა დაკარგულად ჩანდეს მიშას თემა, ყუველაზე რადიკალმა ქოცმაც კი იცის, რომ თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, თუნდაც რამდენიმე დღით, ნიშნავს ივანიშვილის გადასვლას ოპოზიციაში…

ამიტომ, კითხვას, უნდა ჩამოსულიყო თუ არა მიშა მხოლოდ ქოცები და ივანიშვილის და პუტინის იდიოტები სვამენ. ვისაც ივანიშვილის ხელისუფლების რეალურად შეცვლა უნდა, ამ საკითხს არც კი განიხილავს. ეს გზა მას აუცილებლად უნდა გაევლო

მიშა არ უნდა ჩამოსულიყო – მოსაზრება მხოლოდ იმიტომ შეიძლება არსებობდეს, რომ საკუთარი უსუსურობა გავამართლოთ. ფაქტია მეხუთე თვეა გარეთ ვერაფერი გავაკეთეთ და მიშას ბრძოლის ფონზე, იმდენად სუსტები აღმოვჩნდით, უამრავი მხარდაჭერის ქუჩაში გამოსვლის მიუხედავად, ისე დავიქსასეთ ყველა, ლიდერიან-რიგითიანად, რომ ალბათ, მიშა მართლა არ უნდა ჩამოსულიყო, იმიტომ რომ ასეთი უმოქმედოებიც არ გამოვჩენილიყავით.”

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ისმის, “ენმ”-ის თავმჯდომარე ნიკა მელია, როგორ ეუბნება მომხრეებს, რომ წინააღმდეგი იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის. მოგვიანებით, მან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა- რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share