“საქართველო საერთოდ სხვა რამეა, უფრო მეტი ვიდრე დასავლეთი და ვიდრე რუსეთი”

ექსპერტი და თეოლოგი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “ამ ქვეყანაში არანაირი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირსება არ არსებობს. ეგ რომ გვქონდეს, ხან დასავლეთი და ხან რუსეთი არ გექნებოდა წინ აფარებული. იმაზე თუ ფიქრობს ვინმე – პარაზიტი, არაფრის შემქმნელი, მუდამ სხვისი ხელის შემყურე სახელმწიფო ოდესმე ყელში რომ ამოუვა ყველაზე დიდ მოკავშირესაც კი. სახელმწიფო, რომელსაც მუდამ მაშველი რგოლი და ბუქსირზე თრევა სჭირდება, დროთა განმავლობაში ხორცმეტი გახდება. რას ვქმნით ჩვენ უარყოფითი ენერგეტიკის გარდა? არც არაფერს! საკუთარი თავის გამოკვებაც არ შეგვიძლია. ტექნოლოგიას ვქმნით რამეს, ინოვაციებს? არა! კულტურაც კი მხოლოდ წარსულია და მასაც ვერ ვფუთავთ და ვერ ვყიდით. ისტორია არ ვიცით, აწმყოში ვჯიჯგნით ერთმანეთს და მომავალში რა გვინდა ეგეც არ ვიცით, გარდა იმისა რომ ვიღაცამ უნდა გვაჭამოს და ფული მოგვცეს ბევრი! მორჩა! კარგად ცხოვრებისთვის ბრძოლა სულაც არ გახლავთ თავისუფლებისთვის ბრძოლა. მგონი დასავლეთიც დაიღალა ჩვენი ფუქსავატობით. ისე არც რუსეთი გამოგვკვებავს, ეს იცოდნენ რუსეთუმეებმა.

ამიტომ იდეა – საქართველო საერთოდ სხვა რამეა, უფრო მეტი ვიდრე დასავლეთი და ვიდრე რუსეთი. იდეის გარეშე ჩვენ მოვკვდებით, სულ რაღაც 30-40 წელში. ანუ არ ვიქნებით საჭირო როგორც სახელმწიფო”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share