გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტარმა ვასილ ჩიგოგიძემ და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გურიის ისტორიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ასკანის (იგივე თამარის) ციხე (მთა რომელზედაც ციხეა აშენებული) მიითვისეს და მისგან ბენტონიტური თიხის წარმოებას აპირებენ.
უკვე მერამდენე თვეა ჩიგოგიძემ, დარჩიასთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „გურიის მინერალური რესურსების ჯგუფი“ და ასკანისა და მთისპირის მიდამოებში რამდენიმე ჰექტარი მიწა შეისყიდეს, ეს მიწები ბენტონიტური თიხის საბადოებია და ამ შესყიდულ მიწებს შორის ასკანის ციხეც მოხვდა,
აქედან გამომდინარე ასკანის ისტორიულ ციხეს – სადაც გურიელების მმართველობის დროს ხაზინა იყო განთავსებული და ეს ციხე ხშირად სატუსაღოს ფუნქციებსაც ასრულებდა – ბენტინიტურ თიხად გადამუშავება და რუსეთში გაყიდვა ემუქრება.
რუსეთში, რადგან ამ თიხას ძირითადად მანქანათმშენებლობასა და ბირთვული იარაღით შეტევებისას თავდაცვის მიზნით სარკოფაგების ასაშენებლად იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ასკანის ციხე უდიდესი ისტორიული დატვირთვის მატარებელია, ის „ეგრისის დიდი ომის” დროს აშენდა.
მისი მთავარი ფუნქცია, ბიზანტიელთათვის (ეგრისი სპარსეთთან ომის დროს ბიზანტიელტა მოკავშირე იყო) ეს იყო ბარიერი სპარსელთა მიერ იბერიის გავლით შავ ზღვაზე გასვლისთვის ხელის შესაშლელად,
ეგრისის დიდი ომი, ასევე, ლაზური ომი , რომელიც ბიზანტიასა და სასანიანთა იმპერიას შორის ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის 20 წელი გაგრძელდა (542-562 წწ.) და ბიზანტიელთა გამარჯვებით დასრულდა. ომი დეტალურად აქვთ აღწერილი პროკოპი კესარიელსა და აგათია სქოლასტიკოსს.
აგათია სქოლასტიკოსის ცნობით ბიზანტიელების დახმარებით სპარსელებისათვის შავ ზღვაზე გასასვლელის ჩასაკეტად ციხეთა კასკადი აშენდა – შორაპნის, აქუნდეს, შეხუთის, ბუკისციხის, ღომის, ასკანის, ლიხაურის, ალამბარის და სხვა ციხეები.
თავის დროზე. დავით დარჩიასა და ვასილ ჩიგოგიძისაგან განსხვავებით, ასკანის ციხის „დათრევა“ ანუ დაპყრობა, თვით მურვან ყრუმ ვერ შეძლო და ასკანიდან უკუქცეულმა, ქალაქი ვაშნარი (თანამედროვე გურიანთა-ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) გაანადგურა.
მისი დამორჩილება ვერც მონგოლებმა შეძლეს.
მოკლედ. თუ უმოკლეს ხანში ასკანისა და მთისპირის საზოგადოება საკუთარ სიტყვას არ იტყვის, თანაც მკაფიოდ და მკაცრად, ვასილ ჩიგოგიძე და დავით დარჩია – მთას, რომელზედაც განლაგებულია ეს ისტორიული ნაგებობა=ბენტონიტურ თიხად გადაამუშავებენ და გაუყენებენ „ციმბირის გზას“ – რადგან კომპანია „გურიის მინერალურმა ჯგუფმა“ უკვე შეისყიდა ყოფილი „მაღაროთა სამმართველო“ („რუდო) და ასკანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი-ხე-ტყის გაჩეხვა დაასრულა.
“გურიის მოამბე” ამ თემას მიუბრუნდება და შემოგთავაზებთ ამ ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას.