ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შუახევში მოკლული ქალის ახლობლები, მკვლელობაში ბრალდებული კაცის პალატაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
მკვლელობა 3 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ კი კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.