“რომ გამოვიდე, თავი მოვიკლა და სახელმწიფოს ვუთხრა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაკისრია, სწორი იქნება?!” – ბექა დავითულიანი

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, არ იცის ომ­ბუდსმენ­თან არ­სე­ბუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა სუ­ბი­ექ­ტუ­რია თუ ობი­ექ­ტუ­რი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რე­ბის სტა­ტუ­სებს გა­ეც­ნო და ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლოა, მათ სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეთ.

“ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცია არის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა. პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია, და­ეყ­რდნო­ბა იმ ექი­მე­ბის დას­კვნას, ვინც წა­რად­გი­ნა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, თუ და­ეყ­რდნო­ბა თა­ვი­სი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, ამის მი­ხედ­ვით უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მე არ ვარ ის პირი, ვინც უნდა ვენ­დო, შე­ვა­ფა­სო, რო­მელს უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მე ვაზ­როვ­ნებ ლო­გი­კუ­რად და ვფიქ­რობ, რომ როცა უწყე­ბას ნა­მარ­თი აქვს 2000- ზე მეტი შიმ­ში­ლო­ბის შემ­თხვე­ვა, ე.ი. ამ უწყე­ბას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა შიმ­ში­ლო­ბის მარ­თვის და სხვა­ზე მეტი, მაგ­რამ თუ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა იფიქ­რებს, რომ პა­ცი­ენ­ტის­თვის უმ­ჯო­ბე­სია სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცეს, მისი გა­და­სა­წყვე­ტია. რა კი­თხვე­ბიც მაქვს, ვსვამ და ვი­ღებ პა­სუ­ხებს, ეს პა­სუ­ხე­ბი ჯერ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. არ ვიცი ექი­მე­ბის კონ­სი­ლი­უ­მი სუ­ბი­ექ­ტუ­რია თუ არა, თუმ­ცა, მათი სტა­ტუ­სე­ბი რომ წა­მა­კი­თხეს, მივ­ხვდი, რომ შე­იძ­ლე­ბა მათ სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, თუმ­ცა, ეს აპ­რი­ო­რი არ ნიშ­ნავს იმას, რომ არას­წო­რი დას­კვნა და­წე­რეს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­შიმ­ში­ლე როცა იწყებს შიმ­ში­ლო­ბას, “გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეთ თო­რემ ვი­შიმ­ში­ლე­ბო“, ეს არის მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა იმ უწყე­ბის, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ეს პა­ტი­მა­რი. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რას ნიშ­ნავს? რომ გა­მო­ვი­დე, თავი მო­ვიკ­ლა და სა­ხელ­მწი­ფოს ვუ­თხრა, პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­კის­რია, იმი­ტომ, რომ გა­მო­ვა­ცხა­დე, თავს ვიკ­ლავ და ვერ და­მი­ცა­ვი, სწო­რი იქ­ნე­ბა? ყვე­ლამ უნდა მო­ვუ­წო­დოთ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, ვის ინ­ტე­რეს­შიც არის, რომ მას არა­ფე­რი და­ე­მარ­თოს, მარ­თლა ძა­ლი­ან მინ­და, არა­ფე­რი და­ე­მარ­თოს, რად­გან ძა­ლი­ან ცუ­დად მი­დის პრო­ცე­სი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ თვი­თო­ნაც და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც,“ – გა­ნა­ცხა­და და­ვი­თუ­ლი­ან­მა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share